ნორაშენის რეაბილიტაცია დაიწყო / norashenis reabilitacia daitsko
2014-10-22, 4:25 AM |
ნორაშენის გადარჩენის საპროექტო დოკუმენტაცია არქიტექტურულმა კომპანია “საინჟინრო აზრმა” კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით, 2012 წელს მოამზადა, რომლის საფუძველზეც დღეს, ნორაშენი
სამშენებლო კომპანია “აბა ჯგუფი” ძეგლის რეაბილიტაციის პირველი ეტაპის სამუშაოებს ახორციელებს.
ამ დროისათვის ტაძრის სრულ პერიმეტრზე და ინტერიერში მიმდინარეობს საძირკვლის გამაგრება, რაც ძეგლის გადარჩენის გარანტი გახდება, 2015 წელს კი განხორციელდება ნორაშენის ფასადების კოსტრუქციული მოჭიმვა და სრული კონსერვაცია.
ნორაშენის სარეაბილიტაციო სამუშაოებს აფინანსებს ქართუს ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდი.
რეაბილიტაციის პროცესის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკა ანთიძე.
მასალის წყარო: Ambioni.Ge
გთხოვთ, გამოხატოთ თქვენი აზრი მოცემულ მასალაზე კომენტარის სახით!..
მსგავსი მასალები ტეგების მიხედვით:
Total comments: 0 | |