ტაბაკინის წმიდა გიორგის სახელობის მონასტერი

2014-01-23, 9:04 PM


ზემო იმერეთში, ქალაქ ზესტაფონიდან 7-8 კილომეტრის დაშორებით, მდინარე აჯამურის ხეობაში მდებარეობს ტაბაკინის წმიდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერი. სამონასტრო კომპლექსი შედგება ძველი და ახალი ნაწილებისაგან. ძველ ნაწილში შედის არქიტექტურით გამორჩეული, XVI საუკუნის მოხატულობითა და მდიდარი ისტორიით ცნობილი VII-VIII საუკუნეების ორნავიანი ტაძარი, კრიპტითა და მინაშენით.
XVI საუკუნის 20-იან წლებში დანგრეული მონასტერი განაახლა და ტაძარი მოახატვინა ქუთათელმა ეპისკოპოსმა გერასიმე ჩხეტიძემ. ეკლესიაში შემონახულია ქტიტორის – იმერეთის მეფე ბაგრატ III-ის (1510-1565) გამოსახულება; 12 მოციქულის სახელობის ტაძარი მასთან ახლოს დგას უფრო გვიანი პერიოდის სამრეკლო. ეკლესია და მისი ნაწილები ნაშენია თლილი ქვისა და კირისაგან;

სამონასტრო კომპლექსის ახალი ნაწილს წარმოადგენს XX საუკუნის 90-იან წლებში აგებული ბერების საცხოვრებელი სახლი ეზოთი და ამ ეზოში 2000 წელს აგებული თორმეტი მოციქულის სახელობის ერთნავიანი ტაძარი, რომელიც ამავე დროს მოიხატა.

იღუმენი იაკობი ჭოხონელიძე (ტაბაკინის წმიდა გიორგის სახელობის მონასტრის წინამძღვარი): „მონასტერი დასახლებული პუნქტებიდან მოშორებით მდებარეობს, მაგრამ მრევლი მაინც ახერხებს ჩვენს ტაძარში სიარულს. ამჟამად მონასტერში 5 ბერი ცხოვრობს… ზამთრის პერიოდში საკვებ პროდუქტებთან და გადაადგილებისთვის შესაბამისი სატრანსპორტო საშუალების არ ქონის გამო პრობლემები გვექნება. გამოსაცემად მოვამზადეთ რამდენიმე საინტერესო წიგნი, ტაბაკინის წმ.გიორგი თუმცა უსახსრობის გამო მათ დაბეჭდვასაც ვერ ვახერხებთ. ქვეყანაში ისედაც მძიმე ეკონომიური მდგომარეობაა…

ამავდროულად, თერჯოლა-ქუთაისის ტრასაზე მოვაწყვეთ ძაღლსაშენი “ტაბაკინი“. ჩვენი მიზანია, მსოფლიოს ყველა კუთხეში გავრცელდეს ბუნების საოცრება – კავკასიური ნაგაზის ქართული ტიპი.“

შეგახსენებთ, ტაბაკინის წმ. გიორგის სახელობის მონასტერი, სადაც ერთ დროს 70 ბერი აღავლენდა წირვა-ლოცვას, კომუნისტური ათეიზმის პერიოდში გაპარტახდა. 1980-1986 წლებში ტაძარი გადაიხურა და ჩაუტარდა რესტავრაცია. აქ გაატარა ბავშვობის გარკვეული პერიოდი XIX საუკუნის გამოჩენილმა მოღვაწემ, სოლომონ II-ის (იმერეთის მეფე) მოძღვარმა წმ. ილარიონ ქართველმა, ახალმა, რომელიც ათონის მთაზე მოღვაწეობდა. ტაბაკინში სამონასტრო ცხოვრება XX საუკუნის 90-იან წლებში აღდგა.

მასალა მოამზადა თეონა ნოზაძემ
მასალის წყარო: Ambioni.Ge






გთხოვთ, გამოხატოთ თქვენი აზრი მოცემულ მასალაზე კომენტარის სახით!..





მსგავსი მასალები ტეგების მიხედვით:





Category: საკითხავი თემები | Added by: Nata | Tags: martlmadidebloba, tabakini, ტაბაკინის წმიდა გიორგის სახელობის მ, wminda giorgi, monasteri Views: 2389 | Downloads: 0 | Rating: 0.0/0
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *: