როდის და როგორ უნდა დავიწყოთ ბავშვთან ღმერთზე საუბარი - სამრევლო სკოლა
2014-02-02, 6:13 PM | |
საეკლესიო - სამრევლო სკოლის ამოცანა ისაა, რომ ბავშვებს რელიგიური ცოდნა მივცეთ, რომელიც მათში რწმენას განამტკიცებს, მათ სწორ ცხოვრებას, გარემომცველ საცთურებთან ბრძოლას და პატიოსან და მტკიცე ქრისტიანებად ყოფნას ასწავლის. სამრევლო სკოლა ოჯახში დაწყებულ რელიგიურ აღზრდას აღრმავებს და აფართოვებს. საღმრთო სჯულის გაკვეთილებზე ბავშვები მრავალ საჭირო ცნობას სისტემური ფორმით იღებენ: ლოცვას ზეპირად სწავლობენ, ძველი და ახალი აღთქმის ისტორიას ეცნობიან, მართლმადიდებლური რწმენის საფუძვლებს, ღმრთის მცნებებს და საეკლესიო ღმრთისმსახურების შინაარსს სწავლობენ. გზადაგზა ბავშვები ძველ, საღვთისმსახურო ენასაც ეცნობიან. სამრევლო სკოლა, რელიგიური აღზრდის საქმეში საჭირო დამხმარეა. მაგრამ, ბავშვებზე მშობლების ზრუნვა სკოლაზე შორს მიდის. სკოლა თეორიულ რელიგიის ცოდნას იძლევა, რომლის გამოყენება ოჯახში ისწავლება. ოჯახში ქრისტიანული ატმოსფეროს გარეშე, სამრევლო სკოლაში მიღებული ცოდნა თეორიად დარჩება, რომელსაც ბავშვები წლების მერე დაივიწყებენ. დასასრულს უნდა აღინიშნოს, რომ არც ოჯახს, არც სკოლას, არც ეკლესიას, თითოეულს ცალ-ცალკე ბავშვის აღზრდა არ ძალუძს. ეს მხოლოდ მათი ერთობლივი ძალისხმევით არის შესაძლებელი. აი, რატომაა, რომ რაც უფრო მეტი იქნება მათ შორის კავშირი და თანამშრომლობა, მით უფრო წარმატებული იქნება ბავშვთა აღზრდა. ჩვენს დროს მართლმადიდებლური ოჯახების შვილებბს, შესაძლებლობა მიეცათ ისწავლონ მართლმადიდებლურ გიმნაზიებში, სადაც ბავშვები სრულ საშუალო განათლებას ღებულობენ და სამეცნიერო საგნების შესახებ მართლმადიდებლურ თვალსაზრისს ეცნობიან. მასალის წყარო - წიგნი - როდის და როგორ უნდა დავიწყოთ ბავშვთან ღმერთზე საუბარი | |
| |
Views: 1992 | Downloads: 0 | |
Total comments: 0 | |