ქრისტიანული საბავშვო მოთხრობები წმიდა მამათა სასწაულებიდან - მიტროპოლიტ ნექტარიოსის მოწყალება
2014-05-11, 6:24 PM |
- კოსტას, - დაუძახა მეუფემ სემინარიის მოლარეს, - ფული გვჭირდება.
კოსტასმა არაფერი უპასუხა, რადგან მათ მხოლოდ 25 დრაქმა ჰქონდათ, თვე კი მხოლოდ ახალი დაწყებული იყო. თუკი მთელ თანხას მისცემდნენ, სემინარია სრულიად უფულოდ რჩებოდა.
- კოსტას, - გაიმეორა მეუფემ, - მიეცი, გეთაყვა, 25 დრაქმა ამ კაცს.
- თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობავ, - შეეპასუხა მოლარე, - მე არა მაქვს... თვე მხოლოდ ახლა დაიწყო და შეუძლებელია...
- არა, ფული უნდა გაიცეს, - გაიმეორა მეუფემ, - უფალი შეგვეწევა.
მაშინ კოსტასმა მთელი ფული ამ ადამიანს გადასცა. ზუსტად ერთი საათის შემდეგ მთავარეპისკოპოსის კანცელარიიდან სემინარიაში გაისმა ზარი და მითითება, რომ მეუფე ნექტარიოსს მდიდარი წყვილის ჯვრისწერაზე სემინარიის გუნდი წაეყვანა, ჯვრისწერის შემდეგ მათ სათითაოდ კონვერტები დაურიგეს. სემინარიაში დაბრუნებულებმა აღმოაჩინეს, რომ ეპისკოპოსის კონვერტში 100 დრაქმა იდო, თითოეულ მგალობელს კი 20-20 დრაქმა ერგო.
- აიღე ეს ყველაფერი, კოსტას, - უთხრა მეუფემ მოლარეს, - ხედავ, ჩვენ მხოლოდ 25 დრაქმა გავიღეთ, 180 მივიღეთ. დაიხსომე ეს მომავლისთვის.
მასალის წყარო: წიგნი - ქრისტიანული საბავშვო მოთხრობები წმიდა მამათა სასწაულებიდან.
გთხოვთ, გამოხატოთ თქვენი აზრი მოცემულ მასალაზე კომენტარის სახით!..
მსგავსი მასალები ტეგების მიხედვით:
Total comments: 0 | |