საპატრიარქო ღვთისმშობლის მირონმდინარე ხატთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
2014-05-19, 12:59 PM |
საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, 16 მაისს, პარასკევს, შუადღის შემდეგ, ამერიკიდან ჩამობრძანებული ღვთისმშობლის მირონმდინარე ხატს ახალქალაქში წააბრძანებენ. 17 მაისს, შაბათს, ხატს დააბრძანებენ ბათუმში. კვირას, 18 მაისს, შუადღის შემდეგ - ფოთში; ორშაბათს, 19 მაისს, ხატს წააბრძანებენ ზუგდიდსა და ქუთაისში. 20 მაისს, - ხევსურეთში, ბარისახოში; 21 მაისს, ორშაბათს, შუადღიდან მირონმდინარე ხატი დასვენებული იქნება სიონის საკათედრო ტაძარში, 22 მაისს დილიდან - წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში (ვორონცოვზე), შუადღიდან დღის ბოლომდე კი - სამების საკათედრო ტაძარში. საპატრიარქოს ინფორმაციით, 23 მაისს, გამთენიისას, 03:00 საათზე, ღვთისმშობლის ხატი და ჩამოსული სტუმრები საქართველოს დატოვებენ.
მასალის მომწოდებელი ვებ-გვერდი - reportiori.ge
გთხოვთ, გამოხატოთ თქვენი აზრი მოცემულ მასალაზე კომენტარის სახით!..
მსგავსი მასალები ტეგების მიხედვით:
Total comments: 0 | |