რატომ არა ხარ ეკლესიაში? - ეკლესიის მსახურნი

2013-12-15, 3:30 PM


ბევრია ისეთი, ვინც არ დადის ტაძარში იმიტომ, რომ არ მოსწონს მღვდლები, მედავითნეები, მგალობლები და მრევლი.მაგრამ რისთვის მიდიხარ ეკლესიაში? ხალხის საყურებლად თუ ღვთისადმი ლოცვის აღსავლენად? სხვები კარგები არიან თუ არა, ეს შენი საქმე არ არის. შენი ამოცანაა საკუთარი ცოდვების დავახვა, რათა ღვთისაგან მიიღო შენდობა. ხოლო მღვდლებს, კარგები არიან ისინი თუ ცუდები, ღმერთი განსჯის და თუნდაც ცუდები იყვნენ, ღვთის მსახურები და საიდუმლოებების შემსრულებელნი არიან. მათ ღვთისგან მინიჭებული აქვთ უფლება ჩვენთვის კურთხების მოცემისა და ცოდვების მოტევებისა.თუ მეფემ მიგიწვია სასახლეში, რათა მოგცეს ის, რისი სურვილიც გაქვს, უარს იტყვი წასვლაზე მხოლოდ იმიტომ, რომ სასახლის ვეზირი არც ისეთი კარგია?ჩემო ძვირფასო, ტაძარში დადიხარ არა მღვდლის და დიაკვნის გამო, არამედ ქრისტესთვის, რათა მიიღო ის, რასაც ღმერთი გაძლევს მღვდლის მეშვეობით. ვარდი, უმანკო ბავშვის ხელს უჭირავს თუ მკვლელისას ერთნაირ სურნელს აფრქვევს.მადლი, რომელსაც შენ იღებ კეთილმსახური თუ უღირსი მღვდლისგან, მოდის პირდაპირ ქრისტესგან, რომელიც ჩვენ საიდუმლოებებს გვაზიარებს.



გთხოვთ, გამოხატოთ თქვენი აზრი მოცემულ მასალაზე კომენტარის სახით!..





მსგავსი მასალები ტეგების მიხედვით:





Category: საკითხავი თემები | Added by: staatsmann | Tags: religia, martlamadidebloba, rtsmena, martlmadideblebi, martlmadidebeli Views: 1923 | Downloads: 0 | Rating: 0.0/0
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *: