დღითი დღე სათქმელი ხუთგზის ლოცვები ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელ მარიამის მიმართ
2013-12-21, 1:20 PM |
ყოვლადწმიდამ მიუგო:
„ძეო ჩემო და ღმერთო ჩემო! შენს გამო ხუთი დიდი ტკივილი დავითმინე დედამიწაზე: პირველი _ მესმა რა სვიმეონ წინა სწარმეტყუელისაგან, რომ მოიკვლებოდი;
მეორე - გეძებდი რა იერუსალიმში და სამი დღე ვერ გიხილე;
მესამე - მესმა რა, რომ შეპყრობილ იქმენ ჰურიათაგან:
მეოთხე - ოდეს ავაზაკთა შორის გიხილე ჯვარცმული,
მეხუთე - გიხილე, რა საფლავად დადებული“.
და მიუგო მას უფალმა.
„დედაო ჩემო, ვინც მოიხსენოს შენი ყოველი ტკივილი დღითი დღე ჩემს ლოცვასთან რომელიცა არს „მამაო ჩვენო“... და მთავარანგელოზის ხარებასთან. ერთად, რომელიცა არს: „ღმრთის მშობელო ქალწულო გიხაროდენ“... _ პირველი ტკივილის მოხსენებისათვის მივანიჭებ ცოდვათა თვისთა განცდას და სინანულს მათზედ;
მეორე ტკივილის მოხსენებისათვის შევუნდობ ყველა ცოდვას;
მესამე ტკივილის მოხსენებისათვის დავუბრუნებ სათნოებებს ცოდვით განდრეკილთ; მეოთხე ტკივილის მოხსენებისთვის _ სიკვდილის ჟამს ვაზიარებ საღმრთოსა ხორცსა და სისხლსა ჩემსას; მეხუთე ტკივილის მოხსენებისათვის _ მე თვით მივეახლები მას ამა სოფლიდან განსვლის ჟამს და თვით მივიღებ მის სულს საუკუნო სასუფეველში“. ამენ
* * *
ღმერთშემოსილი მამის ამ ხილვის შემდგომ წმ. მღვდელმთავარმა დიმიტრი როსტოველმა შეადგინა შემდეგი ლოცვა:
ხუთგზის ლოცვები
შესავალი ლოცვები:
დიდება შენდა, ქრისტე ღმერთო ჩემო, რომელმან არა წარწყმიდე მე ცოდვილი უშჯულოებათა შინა ჩემთა, არამედ ითმენ აქამომდე შეცოდებათა ჩემთა
(მეტანია)
ღირს გვყავ ჩვენ უფალო, დღეინდელსა ამას დღესა დაცვად უცოდველად, მონიჭებად ჩემდა არცა სიტყვით, არცა საქმით, არცა გონებით განგარისხებდე შე, შემოქმედსა ჩემსა, არამედ ყოველი საქმე ჩემო, ზრახუა და განსჯა იყოს სადიდებელად ყოვლადწმიდისა სახელისა შენისა.
(მეტანია)
უფალო მოწყალე მექმენ მე ცოდვილს, ყოველსა დღესა ცხოვრებისა ჩემისასა, ამას სოფლიდან განსვლის ჟამს და აღსრულებისა შემდგომ ნუ დამიტევებ მე.
(მეტანია)
ლოცვა ესე წარსთქვი მუხმოდრეკილმა:
უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, მიმიღე წიაღსა შენსა მომკვდარი სულითა და გონებთ, მიმიღე მე ცოდ ლი, უძღები, შემწიკვლებული სულითა და ორცით, განმიტფე მტრობით გაყინული გული და ნუ მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, ნუ მასმენ მეუფეო: „არა გიცი შენ“, არამედ ისმინე ხმა ლოცვისა ჩემისა. მი სენ მე, რამეთუ გაქუს დიდი წყალობა და არა გნებავს წარწყმედა ცოდვილისა, არ დაგეხსენები შემოქმედს ჩემსას და არცა განგიდგები რა თა გასმინო ხმა ჩემი და მომიტევო შეცოდებანი ჩემნი მეოხებითა ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისათა, შუამდგომლობითა წმიდათა უსხეულოთა ზეცისა ძალთა თა, წმიდისა დიდებულისა მცველისა ანგელოზისა ჩემისა, წინა სწარმეტყუელისა და წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოვანესითა, ღმრთისმეტყველთა მოციქულთა, წმიდათა და ღვაწლისმძლეთა მოწამეთა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთათა და ყოველთა წმიდათა შენთა თა, შემიწყალე და მი სენ მე ცოდვილი. ამენ!
მეუფეო ზეცათაო. წმიდაო ღმერთო. მამაო ჩვენო... რამეთუ შენი არს სუფევა ...
ღმრთისმშობელო ქალწულო...
შემდგომ ამისა:
ლოცვა 1.
ოხი, გულმოწყალეო დედაო, ქალწულო მარიამ, ცოდვილი და შემწიკვლებული მონა (მხევალი) შენი, მოვი სენებ ტკივილსა შენსა გესმა რა ს მეონ წინა სწარმეტყველისაგან, რომ მოჰკვლიდნენ უმოწყალოდ ძესა შენსა და ღმერთსა ჩვენსა იესუ ქრისტესა, მოგართუამ ლოცვასა ამას და ხარებას მთავარნაგელოზისასა, მიითუალე ღირსებად და ხსენებად ტკივილისა შენისა და ევედრე ძესა შენსა და ღმერთსა ჩუენსა იესუ ქრისტესა, რა თა მომანიჭოს ცოდუათა ჩემთა შეცნობა და სინანული მათზედა. ამენ
(მეტანია)
ლოცვა 2.
მამაო ჩვენო... რამეთუ შენი არს...
ღმრთისმშობელო ქალწულო გიხაროდენ...
ოხი, ყოვლად ნეტარო და ყოვლად უბიწოო, დედაო ქალწულო, მიიღე ჩემ ცოდვილისა და შემწიკვლებულისა მონისა (მხევლისა) შენისაგან ლოცვა ესე და ხარება მთავარანგელოზისა ღირსებად და სენებად ტკივილისა შენისა, რომელი განიცადე, ოდეს დაჰკარგე ძე შენი, უფალი ჩუენი იესუ ქრისტე იერუსალემს ტაძარსა შინა და სამ დღე არ გეხილვა იგი. მას ევედრე და გამოითხოვე მისგან ყოველთა ცოდვითა ჩემთა მიტევება და დატევება მათი, ყოვლადსადიდებელო. ამენ
(მეტანია)
ლოცვა 3.
მამაო ჩვენო რამეთუ შენი არს...
ღმრთისმშობელო ქალწულო გიხაროდენ...
ოხი დედუფალო საწუთოისაო, ყოვლადკურთხეულო სძალო, ღმრთისა მშობელო, მიითუალე ჩემ ცოდვილისა და შემწიკვლებულისა, მონისა მხევლისა შენისაგან, ლოცუა ესე და ხარება მთავარანგელოზისა, ღირსებად და ხსენებად ტკივილისა შენისა, ოდეს ძე შენი, უფალი ჩუენი იესუ ქრისტე შეკრულ იქნა და შეპყრობილ მას ევედრე, რათა დამიბრუნოს სათნოებანი ჩემნი ცოდვით განდრეკილნი, ხოლო შენ ყოვლადწმიდაო გადიდებ უკუნისამდე. ამენ
(მეტანია)
ლოცვა 4.
მამო ჩვენო... რამეთუ შენი არს...
ღმრთისმშობელო ქალწულო გიხაროდენ...
ოხი, გულმოწყალებისა წყაროო, ქალწულო, ღმრთისა მშობელო, მშობელო, მიითუალე ჩემ ცოდ ილისა და შემწიკვლებულისა მონისა შენისაგან, ლოცვა ესე და ხარება მთავარანგელოზისა, ღირსებად და სენებად ტკივილისა შენისა, ოდეს ავაზაკთა შორის ჯვარცმული იხილე ძე შენი, უფალი ჩუენი იესუ ქრისტე, მას ევედრე ღმრთისმშობელო, რა თა მოიღოს წყალობა თ სი ჟამსა სიკვდილისა ჩემისასა და მაზიაროს საღმრთოსა ხორცსა და სისხლისა თვისსა, ხოლო შენ მეოხო ჩემო, გადიდებ უკუნისამდე. ამენ
(მეტანია)
ლოცვა 5.
მამაო ჩვენო... რამეთუ შენი არს...
ღმრთისმშობელო ქალწულო...
ოხი, სასოო ჩემო, ყოვლადწმიდაო ქალწულო, ღმრთისა მშობელო, მიითუალე ჩემ ცოდვილისა და შემწიკვლებულისა მონისა (მხევლისა) შენისაგან ლოცვა ესე და ხარება მთავარანგელოზისა, ღირსებად და სენებად ტკივილისა შენისა, ოდეს იხილე ძე შენი, უფალი ჩუენი იესუ ქრისტე, საფლავად დადებული, მას ევედრე, ღმრთისმშობელო, რა თა მომევლინოს ჟამსა სიკვდილისა ჩემისასა და მიიღოს სული ჩემი საუკუნო სასუფეველსა შინა, ამენ!
(მეტანია)
ოხი, ყოვლადმოწყალეო ქალწულო, დედუფალო ღმრთისმშობელო, მონათა შენთა მოყვარეო ტრედო უმანკოო, ცისა და მიწის მპყრობელო დედუფალო, შემწყნარებელო ყოველთა შენდამი მოლტოლვილთა ლოცვითა, მწუხარეთა ნუგეშინისმცემელო; მიითუალე ჩემ ცოდვილისა და შემწიკვლებულისა მონასა (მხევალსა) შენისაგან ხუთგზის ლოცუა ესე, სადა მოვიხსენებ ეგრეთუე მიწიერ და ზეციურ სიხარულთ შენსას:
(მიწიერი სიხარული). გიხაროდენ, რომელმან უთესლოდ მუცლად იღე უფალი ჩვენი იესუ ქრისტე გიხაროდენ, რამეთუ უმტკივნეულოდ იტვირთე იგი წიაღსა შინა შენსა. გიხაროდენ რომელმან ჰშევ სასწაულებრივად. გიხაროდენ, რომელმან მიიღე მოგვთაგან ძღვენი და თაყვანისცემა , გიხაროდენ, რამეთუ ჰპოვე მოძღვართა შორის ძე შენი და უფალი შენი. გიხაროდენ, რამეთუ შობა შენი მრავალს აღადგენს მკვდრეთით. გიხაროდენ, რამეთუ იხილე ზეცად აღმავალი შემოქმედი შენი, შენ თვით ამაღლდი მასთან სულითა და ხორცით.
გიხაროდენ, უბიწოებისა შენისათ ს ანგელოზთა და ყოველთა წმიდათა უწმიდესო. გიხაროდენ, რამეთუ წმიდისა სამებისა მახლობელად ჰბრწყინავ. გიხაროდენ მშვიდობისმყოფელო ჩუენო. გიხაროდენ, ყოველთა ზეციურთა ძალთა მპყრობელო. გიხაროდენ, რომელსა გაქუს უმეტესი კადნიერება წინაშე ძისა შენისა და ღმრთისა. გიხაროდენ დედაო, ყოველთა შენდა მოლტოლვილთაო, გიხაროდენ, რამეთუ სიხარული შენი არ წყდება უკუნისამდე. ამენ
და წარმომიდეგ მე უღირსს ჭეშმარიტისა შენისა აღთქმისაებრ ჟამსა განსვლისა ჩემისასა ამა სოფლიდგან და წარმიძეღუ ზეციური იერუსალიმისაკენ, სადა მეუფებ ბრწყინვალედ ძისა შენისა და ღმრთისა ჩვენისა თანა, რომელსა შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა თანა მამით და სულით წმიდით მისითურთ აწ და დაუსრულებელთა საუკუნეთა, ამენ!
შეგინებულთაგან ბაგეთა, საძაგელისაგან გულისა, არაწმიდისაგან ენისა, სულისაგან მწიკულოევანისა, მიითვალე ყოვლადწმიდაო დედუფალო, ქება ესე, სიხარულო ჩემო, მიითუალე ვითარცა ქვრივისა ორი მწულილი, და მომანიჭე მადლი გიძღვნა ძღვენი ღირსი დიდებისა შენისა ოხი, ყოვლისა მპყრობელო, ყოვლადწმიდაო ქალწულო, დედუფალო ცათა სასუფევლისაო, რამეთუ გნებავს და ძალგიძს, მასწავე ვითარ მოგმართო, შენ დედას უფლისას, მ ოლოსა საფარველსა და ნუგეშინისმცემელს ცოდვილთასა. გიხაროდენ, დედუფალო, რამეთუ დაცემული ცოდვათა შინა, სიხარულით გიხმობ შენ, ყოვლადქებულო დედაო ქრისტეს ღმრთისა ჩვენისაო. ამენ!
ვუმზერ ხატსა შენსა წმიდასა, ვითარცა თ თ შენ, ღმრთისმშობელო, მტკიცე რწმენრით, სულითა და გულით შეგივრდები და თაყვანს გცემ მარად ყრმა იესუთი, რომელი გიპყრიე ხელთა შენთა, ღმრთივშვენიერად გადიდებ და გევედრები ცრემლით: დამიფარე საფარველითა შენითა ხილული და უხილავ მტერთაგან, რომელმან ადამის მოდგმა ღირს ჰყავ ცათა სასუფეველისა, ამინ!
შემდგომ ამისა
ღირს არს...
დიდება და მადლობა უფალს ყოველივესთვის, რაიცა მოგვაგო ჩვენ!
მასალის წყარო: Patriarchate.Ge
გთხოვთ, გამოხატოთ თქვენი აზრი მოცემულ მასალაზე კომენტარის სახით!..
მსგავსი მასალები ტეგების მიხედვით:
Total comments: 0 | |