ვალეს ღვთისმშობლის ეკლესია / vales ghvtismshoblis eklesia

2017-12-03, 12:07 PM


ვალეს ღვთისმშობლის ეკლესია, ისტორიული წყაროების თანახმად, VIII-IX საუკუნეებში უნდა იყოს აგებული.

თავდაპირველად გუმბათიანი ტაძარი ყოფილა. 1562-1564 წლებში ტაძარი უგუმბათოდ აღუდგენიათ. საფძვლიანი გადაკეთების შედეგად, ეკლესია სამნავიან ბაზილიკად ქცეულა. ტაძარში არსებული ორი ბოძი, სივრცეს სამ ნაწილად ჰყოფს, არათანაბარი ზომის ბოძები, XVI საუკუნეში შეუკეთებიათ. სამხრეთის ბოძზე ამოკვეთილია 45 სტრიქონიანი ასომთავრული წარწერა, რომელიც გვამცნობს ქაიხოსრო ათაბაგის მეუღლის, დედისიმედის მიერ ტაძრის შეკეთების ამბავს.

ტაძარი აგებულია რუხ და ღვინისფერ ქვათა შეხამებით. ტაძარს, ადრე მდიდრული კარნიზი აგვირგვინებდა. მთავარი შესასვლელის თავზე, განთავსებულია დიდი ქვა, რომელზეც ორი მხედარია გამოსახული. ამ შესასვლელს, მლოცველი შეჰყავდა ნახევრად ბნელ კუთხეში, საიდანაც მის წინ ჩნდებოდა სარკმელებით განათებული ცენტრალური სივრცე.

მთელი ეს მრავალფეროვანი მორთულობა, ოსტატურადაა მოპირკეთებული ხუროთმოძღვრის მიერ. შესრულების ხარისხიც უმაღლესია.

ხატია ბლუაშვილი ფოტოები იხილეთ მოცემულ ბმულზე - ambioni.ge/vales-rvtismsoblis-eklesia



გთხოვთ, გამოხატოთ თქვენი აზრი მოცემულ მასალაზე კომენტარის სახით!..





მსგავსი მასალები ტეგების მიხედვით:





Category: ხატწერა | Added by: nikolozqartveli | Tags: tadzari, მართლმადიდებლობა, vales gvtismshoblis tadzari, eklesia, ტაძარი, vales ghvtismshoblis eklesia, ვალეს ღვთისმშობლის ეკლესია, ეკლესია Views: 4113 | Downloads: 0 | Rating: 0.0/0
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *: