სექტანტების სამხილებელი კატეხიზმო (შემოკლებით) - ნაწილი 1







გთხოვთ, გამოხატოთ თქვენი აზრი მოცემულ მასალაზე კომენტარის სახით!..





მსგავსი მასალები ტეგების მიხედვით:





2014-01-18, 0:56 AM
სექტანტებთან (და მწვალებლებთან) პოლემიკისას სახელმძღვანელო ბიბლიური პრინციპები

"შეიყუარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა და ყოვლითა ძალითა შენითა. ესე არს პირველი მცნებაჲ. და მეორე, მსგავსი ამისი:შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი თჳსი" (მრ. 12:30,31)
ღვთისადმი სიყვარულის მცნება მოგვიწოდებს და გვავალდებულებს საღმრთო მოძღვრების მუდმივი შესწავლის, მისდამი ერთგულების, დაცვის და მართებულად მისი გადმოცემისაკენ; ხოლო მოყვასისადმი სიყვარულის მცნება გვავალდებულებს არ მოვიძულოთ არ გადავემტეროთ ადამიანს, პატივი ვცეთ მის პიროვნებას, მიუხედავად მისი სარწმუნოებრივი გაუკუღმართებულობისა.

"სიტყუა იგი ქრისტესი დამკვიდრებულ-იყავნ თქუენ თანა, მდიდრად ყოვლითა სიბრძნითა" (კოლ. 3:16)

"შეგაგონებთ იღვწიდეთ რწმენისათვის, რომელიც ერთხელ წმიდანებს გადაეცა" (იუდა 1:3)

"გამზადებულ-იყუენით მარადის სიტყუვის მიგებად ყოვლისა, რომელი ეძიებდეს თქუენგან სიტყუასა, თქუენ შორის სასოებისა მისთვის, სიმშვიდითა და შიშით [ღვთისადმი]" (Iპეტ. 3:15)

"ხოლო ცხად არიან საქმენი ჴორცთანი, რომელ არიან: სიძვანი, მრუშებანი, არა-წმიდებანი, ბილწებანი, კერპთ-მსახურებანი, მწამლველობანი, მტერობანი, ჴდომანი, შურობანი, გულის წყრომანი, წვალებანი, შფოთებანი, შურნი, კაცის-კლავნი, ლირწებანი, მთრვალობანი, სიღოდანი და მსგავსნი ამათნი. რომელსა წინაწარ გეტყჳ თქუენ, ვითარცა პირველ გარქუ, ვითარმედ ესევითარისა მოქმედთა სასუფეველი ღმრთისაჲ ვერ დაიმკჳდრონ". (გალ. 5:19-21)

"იყვნეს ცრუ-წინაწარმეტყუელნი ერსა შორის, ვითარცა-იგი თქუენ შორისცა ყოფად არიან ცრუ-მოძღუარნი, რომელთა შემოიღონ წვალებაჲ წარწყმედისაჲ და განმათავისუფლებელსა მათსა უფალსა უარ-ჰყოფდენ და მოიზიდვიდენ თავისა მათისათჳს მსთუად წარწყმედასა. და მრავალნი შეუდგენ მათსა მას არაწმიდებასა, რომელთაგან გზაჲ იგი ჭეშმარიტებისაჲ იგმებოდის. და ანგაჰრებითა და ტყუილისა სიტყჳთა თქუენ გვაჭრობდენ, რომელთა საშჯელი პირველითგან არა დასცხრების და წარსაწყმედელსა მათსა არა ჰრულის". (Iპერ. 2:1-3)

"თუ მოვა სხვა ვინმე და გიქადაგებთ სხვა იესოს, რომელიც ჩვენ არ გვიქადაგნია, ანდა, რომ მიიღოთ სხვა, სული, რომელიც არ მიგიღიათ, ან სხვა სახარება, რომელიც არ მიგიღიათ, მაშინ თქვენ მეტისმეტად [ზღვარგადასულად] შემწყნარებელნი იქნებოდით" (IIკორ. 11:4)

“რომელი მოვიდეს თქუენდა და ესე მოძღურებაჲ არა მოაქუნდეს, ნუ შეიწყნარებთ მასსახლთა თქუენთა და „გიხაროდენ“ ნუ ეტყჳთ მას. რამეთუ რომელმან ჰრქუას მას „გიხაროდენ“, ეზიარების საქმეთა მისთა ბოროტთა”. (IIიოან. 1:10,11)

"ნუ ჰზრუნავთ, ვითარ ანუ რასა იტყოდით, რამეთუ მოგეცეს თქუენ მას ჯამსა შინა, რასა-იგი იტყოდით" (მათ. 10:19,20||ლუკ. 21:14,15)

"ხოლო სიცოფისათა მათ უსწავლელთა ძიებათაგან იჯმენ, უწყი, რამეთუ შვიან ლალვანი; ხოლო მონისა უფლისა არა ჯერ-არს ლალვა, არამედ რაითა იყოს მყუდრო და სახიერ ყოველთა მიმართ, მასწავლელ, უმანკო, მშვიდობით მასწავლელ წინააღმდგომთა მათ, მო-ხოლო თუ-სცეს მათ უფალმან სინანული მეცნიერებად ჭეშმარიტებისა" (IIტიმ. 2:23-25)

"მწვალებელსა კაცსა შემდგომად ერთისა და ორისა სწავლისა განეშორე. უწყოდე, რამეთუ გარდაგულარძნილ არს ეგევითარი იგი და ცოდავს და არს იგი თვით დასჯილ" (ტიტ. 3:10,11)

"ნუ მისციდესა ძაღლთა, ნუცა დაუფეემთ სიწმნთ მარგალიტსათქუენსა წინაშე ღორთა, ნუუკუე დათრგუნონ იგი ფერხითა მათითა და მოიქცენ და განგხეთქნენ თქვენ" (მათ. 7:6)
Category: ლიტურგიკა | Added by: InterestingSite | Tags: სექტანტები, mwvaleblebi, rwmena, religia, katexizmo, martlmadidebloba, კატეხიზმო, seqtantebi, katekhizmo
Views: 2258 | Downloads: 0 | Rating: 0.0/0
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *: