საეკლესიო სასჯელები - განკვეთა







გთხოვთ, გამოხატოთ თქვენი აზრი მოცემულ მასალაზე კომენტარის სახით!..





მსგავსი მასალები ტეგების მიხედვით:





2014-01-18, 7:11 PM
„განკვეთა ანუ უფლების სამუდამოდ ჩამორთმევა ნებისმიერი საეკლესიო
მსახურების ჩატარებაზე და, გარდა ამისა, სამღვდელო პატივის ჩამორთმევა. ეს სასჯელი იერარქიული კანონების მიმართ ჩადენილი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის განესაზღვრებათ. განკვეთით დასჯილი სასულიერო პირი, პირველ რიგში კარგავს ყველა იმ უფლებასა და უპირატესობას, რომელიც მას მინიჭებული ჰქონდა საეკლესიო ხელისუფლების სამგვარობის გამო: მღვდელმსახურების, მოძღვრებისა და მწყემსობის უფლებებიდან გამომდინარე. (ანტიოქ. 3; ბასილი დიდ. 27 და სხვ); ამას გარდა ის კარგავს ყველა პატივს, რაც მას ეკუთვნოდა როგორც ღვთისმსახურს; შემდეგ, მისი სახელი წარიშლება სასულიერო დასის სიიდან, სადაც ხელთდასხმისას შეიყვანეს (მოც. 8,17, 18, 51, 63, და სხვ.), დაბოლოს, გადადის ერისკაცთა რიგში და სარგებლობს მხოლოდ მრევლის უფლებებით. სასულიერო პირისათვის განკვეთა სამუდამოა და მას უკვე აღარასოდეს შეეძლება მიიღოს რაიმე იერარქიული ხარისხი (ტრულ. 21; ბასილი დიდ. 3 და სხვ.), თუნდაც მან მოინანიოს და თავისი ვალდებულებების კანონისამებრ შესრულების პირობა დადოს.


Category: ლიტურგიკა | Added by: InterestingSite | Tags: rwmena, gankveta, საეკლესიო სასჯელები, rcmena, იერარქიული კანონები, განკვეთა, martlmadidebloba, saeklesio sasjelebi, martlmadideb, ierarqiuli kanonebi
Views: 2348 | Downloads: 0 | Rating: 0.0/0
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *: