შვიდგზის ზეთისცხებას სამკურნალო თვისება აქვს
2014-03-13, 4:06 PM |
ზეთისცხების საიდუმლოს მნიშვნელობაზე “ამბიონს” ქაშუეთის ეკლესიის დეკანოზი, მამა ღვთისო (შალიკაშვილი) ესაუბრა.
რა დანიშნულება აქვს შვიდგზის ზეთისცხებას?
შვიდგზის ზეთისცხებას სამკურნალო თვისება აქვს. მძიმე ავადმყოფობის დროს, მოძღვრის გადაწყვეტილებით, ზეთის კურთხევის საიდუმლო აღესრულება, რათა შვიდჯერ ეცხოს ავადმყოფს. სნეულის განკურნება უფლის ძალით ხდება. ეს ღვთის საიდუმლოა.
რატომ სრულდება დიდ მარხვაში ზეთის კურთხევა?
ზეთის კუთხევა დიდ მარხვაში იმიტომ სრულდება, რომ ადამიანი უფრო განწმენდილია, გაძლიერებულ ლოცვაშია და საერო ცხოვრებიდან გადასულია ეკლესიურ ცხოვრებაში.
რა ლოცვები იკითხება ზეთის კურთხევის დროს?
ამ დროს იკითხება შვიდი სახარება, შვიდი სამოციქულო, რა თქმა უნდა, სხვა ლოცვებთან ერთად. ზეთის კურთხევა ტაძარში მაშინ ტარდება, როცა მეტი თავისუფალი დროა, რადგან ხალხი არ დარჩეს ზეთის ცხების გარეშე. ლოცვების მოსმენის შემდეგ უკვე იწყება შვიდგზის ზეთისცხება.
რა ადგილებზე ხდება ზეთის ცხება?
შუბლზე, ნიკაპზე, თვალებზე, ყურებზე, ხელებზე, ლოყებსა და ყელზე. ასევე, მტკივნეულ ადგილზე, რადგან შვიდგზის ზეთისცხებას სამკურნალო თვისება გააჩნია.
მასალის წყარო: Ambioni.Ge - თეა სულაბერიძე
გთხოვთ, გამოხატოთ თქვენი აზრი მოცემულ მასალაზე კომენტარის სახით!..
მსგავსი მასალები ტეგების მიხედვით:
Total comments: 0 | |