მამა პაისი მთაწმინდელი გვპასუხობს კითხვაზე თუ რატომ გვიჭირს სიკეთის ქმნა და გვიადვილდება ბოროტი საქმის ჩადენა

2015-07-19, 6:04 PM


მამა პაისი მთაწმინდელი
ბერის გამონათქვამებიდან

– წმიდაო მამაო, რატომაა, რომ ასე გვიჭირს სიკეთის ქმნა და ამდენადვე ადვილია ბოროტებაში ჩაძირვა?

– იმიტომ, რომ სიკეთისათვის, უპირველეს ყოვლისა, შრომაა საჭირო, ადამიანს ამისთვის ძალისხმევა სჭირდება. მაშინ, როდესაც ბოროტ საქმეში მას ეშმაკი ეხმარება. ამის გარდა კი ადამიანები არ ბაძავენ კეთილს და არც კეთილი ზრახვები აქვთ. მე ხშირად მომაქვს ეს მაგალითი ერისკაცთათვის: მამა პაისი მთაწმინდელი ვთქვათ, მე მაქვს ავტომობილი. ვიწყებ განსჯას: „რისთვის მჭირდება ის? საქმეებზე შეიძლება მატაროს ნაცნობმა, რომელსაც ასევე აქვს მანქანა, აუცილებლობის შემთხვევაში ტაქსის აყვანაც შემიძლია. ჯობია, ეს ავტომანქანა ერთ ნაცნობ მრავალშვილიან მამას ვაჩუქო, რათა მან თავისი საბრალო ბავშვები ქალაქგარეთ, მონასტერში ატაროს, რომ იქ დაისვენონ და ძალა მოიკრიბონ“. ამგვარად, თუ მანქანას სხვას ვაჩუქებ, არავინ მომბაძავს, მაშინ როცა, თუკი მე მას შევცვლი და ვიყიდი უკეთესს, ისეთი მარკისას, როგორიც თქვენია, ან თქვენსაზე უკეთესს, აი, მაშინ ნახეთ, რომ ღამით არ დაგეძინებათ მანამ, ვიდრე თქვენც არ შეიცვლით მანქანას და ისეთს არ შეიძენთ, როგორიც მე მექნება. იმის შესახეს რომ მანქანა, რომელიც ამჟამად გაქვთ, თავისთავად კარგია, აღარც იფიქრებთ. ასეთ შემთხვევაში იტყვით: „გავყიდი რამეს, ვალს ავიღებ, მაგრამ ავტომანქანას აუცილებლად გამოვცვლი“. პირველ შემთხვევაში კი პირიქით, არავინ მომბაძავს, არავინ იტყვის: „რაში მჭირდება ეს მანქანა, მოდი იმას ვაჩუქებ, ვისთვისაც ის ნამდვილად აუცილებელია“, პირიქით, იმასაც კი დამაბრალებენ, ჭკუაზე შეცდაო.

ადამიანები ადვილად ექცევიან ბოროტის ტყვეობაში. სულის სიღრმეში ისინი სიკეთეს აღიარებენ, ის მათში პატივისცემას იწვევს, თუმცა ისინი ადვილად ექცევიან ბოროტების ზეგავლენის ქვეშ და გაიტაცებთ ხოლმე ბოროტება, რადგან მისი საშუალებით ბოროტი ხელმძღვანელობს მათ. ანუ “კანონარხობს“ ადვილია მოძებნო „ტკბილი გორაკი“. ბოროტი ხომ მხოლოდ იმას ცდილობს, როგორ უბიძგოს ღვთის ქმნილებას ამ გორაკისაკენ, ხოლო ქრისტე უსაზღვრო კეთილშობილებით მოქმედებს, იგი ამბობს: კეთილ არს, როდესაც ვინმეს „ჰნებავს შემოდგომად ჩემდა“. ის არ აიძულებს ვინმეს, არ ეუბნება: „აბა, ნაბიჯით იარ, ჩემსკენ!“ ეშმაკი ბილწია. ის ადამიანს ხელებსა და ფეხებზე ეპოტინება, რათა იქით წაიყვანოს, საითაც თვით სურს, მაშინ, როცა ღმერთი ადამიანის თავისუფლებას სცემს პატივს, მან ადამიანები მონებად კი არ შექმნა, არამედ – ძეებად… მან ამჯობინა შეეწყნარებინა ისინი, ხორცი შეესხა, ჯვარცმა დაეთმინა და ამგვარად ეხსნა ადამიანი. ადამიანს ღმერთმა თავისუფლება მიჰმადლა. და მიუხედავად იმისა, რომ ეშმაკს ძალუძს მრავალი ბოროტი საქმის აღსასრულებლად გამოიყენოს იგი, ადამიანისათვის ბოძებულ თავისუფლებაში არის ხელსაყრელი პირობა იმისათვის, რომ ადამიანები განმტკიცდნენ.

აშკარაა, თუ რას აკეთებს ადამიანი გულით და რას – არა. და თუ ვინმეს ზედმეტი ამპარტავნება აქვს, ეს ძალიან შესამჩნევია ხოლმე.

მასალის წყარო - Ambioni.Ge



გთხოვთ, გამოხატოთ თქვენი აზრი მოცემულ მასალაზე კომენტარის სახით!..





მსგავსი მასალები ტეგების მიხედვით:





Category: საკითხავი თემები | Added by: InterestingSite | Tags: სიკეთე, მამა პაისი, religia, mama paisi, sikete, martlmadidebloba, mama paisi mtatsmindeli, ambioni.ge, mama paisi mtawmindeli, მამა პაისი მთაწმინდელი Views: 3098 | Downloads: 0 | Rating: 0.0/0
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *: