წმიდა ისე წილკნელის ხსენება

2013-12-14, 10:17 PM


ახალი სტილით 15 დეკემბერს მართლმადიდებელი ეკლესია წმიდა ისე წილკნელის ხსენების დღეს აღნიშნავს.

წმიდა ისე წილკნელი წმიდანის ხსენებასთან დაკავშირებით ტაძრებში საღმრთო ლიტურგია გაიმართება. დღესასწაულს განსაკუთრებულად აღნიშნავენ წილკანში, სადაც ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში წმ.ასურელი მამა განისვენებს.

წმიდა ისე წილკნელი ცამეტ ასურელ მამათაგანია, რომლებიც ღვთისმშობლის მოწოდებით საქართველოში VI საუკუნეში მოღვაწეობდნენ. წმ. ისე მღვდელმთავრად მას შემდეგ აკურთხეს, რაც წილკანში ეპისკოპოსი გარდაიცვალა. იგი მის ნაცვლად დაადგინეს. ღირსი ისე მთელს ეპარქიაში მოგზაურობდა და სახარებას ქადაგებდა. სასწაულებს აღასრულებდა: სნეულთ ჰკურნავდა, კეთროვანთ განსწმენდდა, ეშმაკთ განასხმიდა და ცოდვათა დახსნიდა, დავრდომილებს ხელის შეხებით აღადგენდა. ღირსი ისე განსაკუთრებით მთიან ადგილებში დადიოდა, საკერპოებს არღვევდა, კერპებს მუსრავდა და წარმართებს სამების სახელით ნათლავდა.

სასწაულომოქმედ მამას უფლისაგან წინასწარ ეუწყა ხორცთაგან განსვლის დღე. შეკრიბა მოწაფენი და ეკლესიის მსახურნი, დაარიგა ისინი, დალოცა, ეზიარა და უფალს შეავედრა სული: “უფალო ხელთა შენთა შევვედრებ სულსა ჩემსა”, – ეს იყო წმიდანის უკანასკნელი სიტყვები.

მასალის წყარო: Ambioni.Ge








გთხოვთ, გამოხატოთ თქვენი აზრი მოცემულ მასალაზე კომენტარის სახით!..





მსგავსი მასალები ტეგების მიხედვით:





Category: საკითხავი თემები | Added by: InterestingSite | Tags: წმ. ისე წილკნელი, religia, ise wilkneli, cameti asureli mama, ise cilkneli, martlmadidebloba, წმიდა ისე წილკნელი, ცამეტი ასურელი მამა, ise tsilkneli Views: 3057 | Downloads: 0 | Comments: 1 | Rating: 0.0/0
Total comments: 1
1 tatia  
0
kargi saitiaaa

Name *:
Email *:
Code *: