აღსარების წინ და შემდგომად სათქმელი ლოცვანი.
2013-12-09, 2:42 PM |
მომიტევე მე უფალო, ყოველივე რაოდენიცა რა ვსცოდე ყოვლით საგრძნობელით ჩემით, დეეის მუცლით ჩემითგან
აქამომდე, ბუნებასა შინა და გარეშე ბუნებასა–შინა ქმნილნი: – სიტყუიტნი, საქმითნი, ცნობითნი, უმეცრებითნი,
ნებსითნი, და უნებლიეთნი, ცხადნი და დაფარულნი, საჩინონი და უჩინონი, ღამითნი და დღისითნი,
მღვძარებითნი და მძინარებითნი ყოველ ჟამითნი და ყოველ წამითნი შეცოდებანი ჩემნი.
მომიტევე მე უფალო ყოველივე რაოდენიცა რაი ვსცოდე:
ამპარტავნებით: (თავმომწონეობით და უკადრისობით)
ანგარებით (ფულის მოყვარეობით)
ავაზაკობით
ამაოდმეტყველებით
აღშფოტებით (გაბრაზებით)
აღთქმის დარღვევით
ავ–თვალობით
ამაყობით (ჩხუბისთავობით)
ამხანაგის დაჩაგვრით
არშიყობით
ბოროტის სიტყვით
ბოროტის ფიქრით (განზრახვით)
მბრძანებლობით
გაუმაძღრობით
გემოთმოყვარეობით
გულგრილობით (საქმეზე ან სარწმუნოებაზე)
გულცივობით
გულისწყრომით
გინებით
გმობით (ღმერთზე ანუ მართლმადიდებელ სარწმუნოებაზე თუ ძვირი გითქვამს?)
გამართობელ თამაშობებით (კარტით, ნარდით, ლოტოთი და სხვა…)
დიდების მოყვარეობით
დედმამის–უპატივცემოლით
დაუდევრობით
ენის მიტანით (დასმენით)
ეკლესიის გაძარცვით
ეკლესიაში წირვაზე წაუსვლელობით
ვერაგობით
ვალის გადაუხდელობით
ვერცხლის მოყვარეობით
თავხედობით (მეტიჩრობით)
თვით–რჩულობით
თილისმობით
თამბაქოს წევით
თავის მორთვით
იჭვიანობით
კაცის კვლით
კაცთა შეურაცხყოფით
კაცთა მტერობით
ლოცვის გამოტოვებით
მლიქვნით
მითვისებით რაიმე არა კუთვნილისა
წირვა–ლოცვაზე დაგვიანებით
მოუთმენლობით
მცონარეობით
მზაკვრობით
მრუშობით (თვალით, გულით და ხორცით)
მრავალ მეტყველებით
მთვრალობით
მოძღვრის მოცემული კანონის დატოვებით
მოძღვართა ზედა ძვირის თქმით
მოწყინებით (თუ მოგწყენია ლოცვა, მარხვა და კეთილი საქმე, ღვთის სამსახური და დაგინებებია?)
მაცდური წერილის მიწერვით
მარხვის დარღვევით
მედიდურობით (ჩაცმის მოყვარეობით)
მკითხაობით
მცნების დარღვევით
მიმოხეტიალობით
მოტყუებით
მუსიკანობით
მშიერ–მწყურვალთა მიუცემლობით
ნაყროვანებით
პარვით
რისხვით
როკვით (ცეკვით)
სინანულის გადადებით (რომელსაც უნდა ჯერ სცოდოს და ვითომ ბოლოს შეინანებს, ამ დროს ადამიანი ღვთის მტანჯველად ითვლება,
ვითარცა პილატე ღვთის გამცემელად, ვითარცა იუდა)
სასო–წარკვეთილებით,– (იმედის დაკარგვით)
სიზმართ დაჯერებით
სული წმიდის გმობით (ე.ი ღვთისა და სულის უარყოფით).
სიმდიდრის ტრფიალით
საძღვრის გადაწევით
საბიწიერო წიგნთა კითხვით
საიდუმლოს გადაცემით
ტაძარში უწესი ქცევა–ლაპარაკით
ურჩობით (გაუგონრობით)
უფროსობის მოყვარეობით
უსამართლობით (არა კანონისამებრ განსჯით)
ულოცველობით
ფარისევლობით
ფულის მოგებით
ფულის ფლანგვით
ღვთისადმი უსასოობით (უიმედობით)
ღვთის უყვარულობით (ღმერთზე უფრო რამე ან ვინმე თუ გიყვარს?)
ღვთის დავიწყებით
ღალატიღ
შურით
შურისძიებით
ჩხუბით
ცილისწამებით
ძღვნისომყვარეობით
ჭორიკნობით
ხორცთა ფუფუნებით
ჯადოსნობით
ჯვარის გამოუსახველობით
ჯვარის უპატივცემლობით
აღსარების შემდგომ სათქმელი ლოცვა
ჰე! ყოვლად მოწყალეო უფალო იესუ ქრისტე ღმერთო ჩვენი.
მომიტევენ ყოველნი აურაცხელნი ცოდვანი ჩემნი, რომლითაც შეგაწყინე ღმერთი ჩემი, რომელთა
დასაბამნი აღგიარნე წინაშე შენსა.
ჰოი! ყოვლად წმიდაო ღმრთისმსობელო, მარადის ქალწულო მარიამ
, ევედრე ძესა შენსა და ღმერთსა ჩუენსა, რაითა შემინდვეს
ყოველნი შეცოდებანი ცემნი, ვითარცა სახიერ არს მოწყალე და
კაცთმოყუარე.
გთხოვთ, გამოხატოთ თქვენი აზრი მოცემულ მასალაზე კომენტარის სახით!..
მსგავსი მასალები ტეგების მიხედვით:
Total comments: 0 | |